მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო

იმედი|imedinews.ge

ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს. ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ჩეხეთის  პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს

იმედი

ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს

ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს

იმედი

უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა

უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა

იმედი