
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერი ტომიო ოკამურა ევროკომისიის მიერ მომზადებულ არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ მრავალმილიონიან პაკეტს ეწინააღმდეგება.
პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპული დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, „ენჯეოების“ დაფინანსება ევრობიუროკრატიის მხრიდან წევრი ქვეყნების შიდა საქმეებსა და საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.
„არ ვეთანხმებით, რომ ევროკავშირი საკუთარ ნეომარქსისტულ პროპაგანდას გადასახადების გადამხდელთა ფულით აფინანსებს. გვსურს შევაჩეროთ ბრიუსელის დიქტატურა. ევროკავშირი ცალკეულ ქვეყნებში ევროკომისიის ინტერესების გასავრცელებლად მილიარდობით ევროს ჩადებს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მილიარდობით ევროა საჭირო გაერთიანების მნიშვნელობის მოსახლეობისთვის ასახსნელად. პროექტი ითვალისწინებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წვლილი უნდა შეიტანონ თანასწორობის, ინკლუზიურობის, კულტურული და გენდერული მრავალფეროვნების გავრცელებაში, ასევე უნდა იბრძოლონ მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ხედვას არ იზიარებს. ეს აშკარად ნეომარქსისტული დღის წესრიგია“, - წერს პოლიტიკოსი.
იმედი
წყარო: imedinews.ge