
უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა
იმედი|imedinews.ge
მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.
ფერმერები განმარტავენ, რომ ანალოგიური ზომა 2022-2023 წლებშიც მოქმედებდა, გადატვირთული სარკინიგზო მიმოსვლის გამო მათ პროდუქციის გაცილებით დაბალ ფასში გაყიდვა მოუწიათ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge