
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“. კარდაკარ უნდა დაეწყოთ სიარული, მთელი ქვეყანა უნდა შემოევლოთ, თავისი იდეები ეთქვათ, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ, აბა სად არიან, სად გადაიმალნენ
სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
ზარქუას თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელთაც ქართველებთან კავშირი არ აქვთ.
„სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“. გახსოვთ თქვენ, კარდაკარ უნდა დაეწყოთ სიარული, მთელი ქვეყანა უნდა შემოევლოთ. თავისი იდეები ეთქვათ. სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. აბა სად არიან. სად გადაიმალნენ.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელთაც ქართველებთან კავშირი არ აქვთ, საქართველოს მოსახლეობასთან არ აქვთ, ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ. ეს არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი ოპოზიცია და ე.ი. იქ ეტყობა მათი პატრონები ზაფხულში ისვენებენ და შესაბამისად, ასვენებენ ამათაც“, - აღნიშნა ზარქუამ.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილს გაყიდულსა და შეშინებულს უწოდებს. ასევე წერს, რომ აქტიურობის ნაცვლად ოპოზიციის წევრები დასასვენებლად არიან წასულები. პირველი, ვინც მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას დაეთანხმა, ლაშა ფარულავა იყო. სააკაშვილის კრიტიკას არ იღებენ სხვები.
იმედი
წყარო: imedinews.ge