მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

იმედი|imedinews.ge

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

ბესენტი მანამდე იმ ქვეყნების დასჯით დაიმუქრა, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებენ.

„ამერიკელებმა იციან, რომ მათ მუქარას არავინ აღიქვამს სერიოზულად. ეკონომიკური თვალსაზრისით, შეერთებული შტატები არ იმყოფება იმ პოზიციაში, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები კიდევ უფრო შეზღუდოს“, - აღნიშნა ყალიბაფმა.

ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თეირანის სავაჭრო პარტნიორები ვაშინგტონის გაფრთხილებებს უგულებელყოფენ.

„ირანის პარტნიორებმა, როგორც საჯაროდ, ისე ჩვენთვის გამოგზავნილ პირად გზავნილებში, მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ამ განცხადებებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ“, - დასძინა ყალიბაფმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

იმედი

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

იმედი

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

იმედი

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

იმედი