
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
იმედი|imedinews.ge
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული ივლისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თვე აღმოჩნდა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან.
„ამ საშიში დინამიკის შესაჩერებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმის გარეშე - რაც პირველ რიგში დასახლებულ პუნქტებზე იერიშების შეწყვეტას გულისხმობს - მილიონობით უკრაინელს მორიგი ბნელი, ცივი და სასიკვდილო ზამთრის გატარება მოუწევს“, - აღნიშნა დიკარლომ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge