მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს

იმედი|imedinews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ზარალის ირანული გაყინული აქტივებით ანაზღაურების შესახებ გააკრიტიკა.

როგორც არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება „არ იქნება მშვიდობიანი და ქაოსს გამოიწვევს“.

არაღჩის განცხადებით, ვიდრე აშშ არ გააცნობიერებს, რომ ირანელი ხალხისა და მისი ინტერესების პატივისცემის გარდა სხვა გზა არ არსებობს, ამ მიმართულებით პროგრესისთვის პირობები არ შეიქმნება.

„ერთი სახელმწიფოს აქტივების ჩამორთმევა იმისთვის, რომ ისინი მომავალში წარმოშობილი და მათთან კავშირის არმქონე პრეტენზიების დასაფარად გამოიყენონ, უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს ქმნის. მათ, ვინც ამ სახსრების გამოყენებას ზეიმობს ან მათგან სარგებელს იღებს, უნდა ახსოვდეთ: როგორც კი მთავრობები ქონების კონფისკაციას ნორმად აქცევენ, აღარავის აქტივები აღარ იქნება უსაფრთხო. შედეგად წარმოშობილი ქაოსი არც სასიამოვნო იქნება და არც მშვიდობიანი“, - დაწერა არაღჩიმ.

ცნობისთვის, ტრამპმა ცოტა ხნის წინ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.

Seizing another nation's assets to pay for unrelated future claims is an incendiary precedent. Those who celebrate or profit from such funds should remember: once governments normalize confiscation, no one's assets are safe. Ensuing chaos will not be pretty or peaceful. — Seyed Abbas Araghchi (@araghchi) July 24, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
ტრამპის →მინისტრი →ირანის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისა და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

იმედი