
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა და დონალდ ტრამპმა შესაძლოა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი პირადად მოაწერონ
იმედი|imedinews.ge
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა და დონალდ ტრამპმა შესაძლოა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი პირადად მოაწერონ.
„ეს იდეა შემოთავაზებულია და ჯერ კიდევ განიხილება“, - ნათქვამია ესმაილ ბაღაის განცხადებაში, რომელსაც ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ბაღაიმ დასძინა, რომ ირანის გეგმებში, რომელიც პარასკევს შვეიცარიაში ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრებას ითვალისწინებს, „ცვლილება არ მომხდარა“.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge