მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს
ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა, თეირანმა კი საპასუხო ნაბიჯების შესახებ განაცხადა. ამერიკელმა სამხედროებმა ირანში, გორუკის რაიონსა და კუნძულ ქეშმზე რადარებსა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებზე მიიტანეს იერიში.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ეს იყო პასუხი „ირანის აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის საერთაშორისო წყლებში მყოფი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის, MQ-1-ის ჩამოგდებაზე“.

„აშშ-ის გამანადგურებლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი თავდამსხმელი დრონი-კამიკაძე, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს. ამერიკელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა“, - განმარტეს CENTCOM-ში.

თავის მხრივ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ საპასუხო დარტყმის შესახებ განაცხადა. ირანული სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა კუნძულ სირიკზე მდებარე კავშირგაბმულობის კოშკურაზე მიიტანეს იერიში, რის შემდეგაც „გუშაგთა კორპუსის“ ძალებმა „დაუყოვნებლივ მიაყენეს დარტყმა იმ ამერიკულ ავიაბაზას, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა“.

აშშ და ირანი ოფიციალურად ზავის რეჟიმში იმყოფებიან და მხარეები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საჰაერო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავსBM.GE
საჰაერო →ირანის →

მსგავსი სტატიები

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

იმედი

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა