მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს

იმედი|imedinews.ge

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს.

როგორც საარმა განმარტა, ეს ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ რამდენიმე დღის წინ კალასმა მექსიკაში ვიზიტის დროს ისრაელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ადრე მოქმედ აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა.

„ქალბატონი კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - უკვე რამდენი ხანია ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ავლენს უხეშ უსამართლობას. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში ვიზიტის დროს მან ისრაელი აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იყო. მადლობას ვუხდი ევროპის ყველა იმ არჩეულ წარმომადგენელს, რომელმაც მისი ეს განცხადება დაგმო, თუმცა დღემდე მას ეს არ უარუყვია და არც განუმარტავს თავისი განცხადება.

ამიტომ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველა კონტაქტი ქალბატონ კალასთან მანამ, სანამ ის თავის სისხლიან ბრალდებას უკან არ წაიღებს, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიაა. ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა“, - დაწერა საარმა.

Ms. @kajakallas, the EU High Rep. for Foreign Affairs and Security Policy, has for some time now been acting obsessively and with blatant unfairness toward the State of Israel. Recently, it was published that during her visit to Mexico, she compared Israel to the racist… — Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) June 18, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი