მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

იმედი|imedinews.ge

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას ისრაელმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ისრაელის მისიის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება.

„გთხოვთ, ნება მიბოძოთ, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მიღებული რეზოლუციის კენჭისყრასთან დაკავშირებით, სახელწოდებით „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ისრაელის პრინციპული პოზიცია მდგომარეობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ და უპირობო მხარდაჭერაში მის რეგიონებთან - აფხაზეთსა და ცხინვალთან მიმართებით. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დოკუმენტებზე დაფუძნებული, ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების შემუშავების განზრახვას.

ისრაელი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, მათ შორის ერთობლივ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ძველი კონფლიქტების მოგვარების გზა მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ მიდგომაში მდგომარეობს“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება