მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა
ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პოპ-ვარსკვლავები მადონა, BTS-ი, შაკირა და ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტაიმებს შორის გამართულ შოუზე ათასობით მაყურებლის წინაშე წარდგნენ. მადონა, რომელმაც თავისი ჰიტი Music შეასრულა, არენის ქვეშ არსებული გვირაბებიდან გამოჩნდა, მასთან ერთად კი სცენაზე ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდები - რონალდო და რონალდინიო იყვნენ.

კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა და ნიგერიელი მუსიკოსი Burna Boy სცენაზე კვლავ გაერთიანდნენ მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, მეხიკოში, ტურნირის გახსნის ცერემონიაზე ერთად გამოვიდნენ.

BTS-მა თავისი ცნობილი კომპოზიცია Dynamite შეასრულეს, ჯასტინ ბიბერმა კი Everything Hallelujah. კანადელი ვარსკვლავი სერიალ „ტედ ლასოს“ ვარსკვლავებმა - ჯეისონ სუდეიკისმა და ბრენდონ ჰანტმა წარადგინეს.

მანამდე სპორტული ღონისძიების დახურვის ცერემონია სხვადასხვა პერფორმანსით დაიწყო - ჯენიფერ ჰადსონმა ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი შეასრულა, მსახიობმა ტომ კრუზმა ფეხბურთის გამაერთიანებელ ძალაზე სიტყვა წარმოთქვა, სტადიონზე გამოჩნდა სტრიმერი IShowSpeed. ნიკოლ შერზინგერმა, რობი უილიამსმა და ლაურა პაუზინიმ შეასრულეს ჰიმნი Desire, რეპერმა და მომღერალმა პოსტ მელოუნმა ki თავისი ჰიტი Wow წარადგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი