მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა

Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა

იმედი|imedinews.ge

იულია სვირიდენკომ უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უკრაინის ელჩი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა 12 ივლისს დააანონსა. ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ სვირიდენკოს შესთავაზეს სათავეში ჩაუდგეს „ახალ მნიშვნელოვან მიმართულებას საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებში“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სვირიდენკო აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩი გახდებოდა. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ 12 ივლისს, ასევე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ში უკრაინის მოქმედი ელჩი, ოლგა სტეფანიშინა, თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი