მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, მოქმედი ნორმით, დანაშაულად ცხადდება და შესაბამისად, კრიმინალიზებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება თავისთვის ან სხვისთვის გარკვეული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მისი თქმით, აღნიშნული დისპოზიცია შემოფარგლავს დანაშაულის სუბიექტებს მხოლოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებით და მის მიღმა რჩება ისეთი შემთხვევა, როდესაც ბაზრის კვლევის ეტაპზე შესაძლებელია, პირებს არ ჰქონდეთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტის სტატუსი, თუმცა ამგვარი შეთანხმება მათ შორის მაინც მოხდეს, რა დროსაც ზიანდება შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსის შესაბამისი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით (მათ შორის, ბაზრის კვლევისას და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისას), პირთა მიერ წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტში არ იგულისხმება მოხელე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სამოხელეო დანაშაულის შესაბამისი მუხლი გამოიყენება.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას იძლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ პირებს, რომელთა ქმედებამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი დაარღვია და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა ან სახელმწიფო ქონებისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენება გამოიწვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი