მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობაა. მაღალი დონის ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები.

ღონისძიებას გახსნიან მონაკოს იუსტიციის მდივანი სამუელ ვუელტა სიმონი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარი. მინისტრთა კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. პაატა სალია კოლეგებს პირველი პლენარული სესიის ფარგლებში მიმართავს, რომელიც დანაშაულის ადრეულ გამოვლენას ეხება და გაუზიარებს მათ საქართველოს გამოცდილებას ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით.

სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი