მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის სახლსა და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია სტუდენტებისა და მსმენელებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ გაეცნონ იუსტიციის სახლში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 17 უნივერსიტეტს შორის – მათ შორის, 9 სახელმწიფო და 8 კერძო უნივერსიტეტთან – უკვე გაფორმებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი