მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

იმედი|imedinews.ge

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.

ის თავისი პოზიციის გასამყარებლად 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომელიც გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა.

ხუბუას განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის დროს დაჭრილი და უკვე დაკავებული ომეხ აფრასიძე ხელბორკილდადებული დახვრიტეს, რის შემდეგაც მას მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდიანი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.

„დატყვევებული, განიარაღებული, წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაწართმეული ადამიანის დახვრეტა, რაშიც ნაცმოძის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მეომარ ქართველებს ადანაშაულებს, რეალურად, თავად ბარიმიძისა და ნაცრეჟიმის ხელწერაა. ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ 2004 წელს, სწორედ ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მისივე ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, როცა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ომეხ აფრასიძე ჯერ დაჭრეს, მერე დააპატიმრეს და ხელბორკილდადებული დახვრიტეს. დიახ, დაჭრილი კაცი, რომელიც უკვე შეპყრობილი ჰყავდათ, სახლის უკან გაიყვანეს და ხელბორკილიანი დახვრიტეს, მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდია ნი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს. ასე რომ ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი“, - წერს ხუბუა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

იმედი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა

კობა კობალაძე ბარამიძეზე:  ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

იმედი

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

იმედი