მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა, თუმცა, ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ
ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა, თუმცა, ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ

იმედი|imedinews.ge

ნებისმიერი ინციდენტი თუ სულაც ტრაგიკული ფაქტი ნაცსექტისათვის საინტერესო და მიმზიდველია მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მოხვეჭის კონტექსტში, თორემ ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მათი მოგონილია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, „ნაცსვავების კოლაფსი“ მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახი ემიჯნება „პოლიტიკანთა ფერხულს“ და ასე მოხდა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის შემთხვევაშიც, რამაც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბულინგი გამოიწვია.

ჟურნალისტი იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესაც, როცა მისმა ოჯახმა „ნაციონალებს“ სპეკულირების საშუალება არ მისცა, „სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა“ თეა ადეიშვილმა კი განაცხადა, რომ ოჯახი საქმის ჩაფარცხვას ცდილობდა.

„სხვანაირად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის.

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც (ნამდვილად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების ღირსი ფაქტი) ამ სერიიდანაა, თუმცა ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ოჯახიც ასე მოიქცა - გაემიჯნა პოლიტიკანთა ფერხულს, რის გამოც ნაცსვავები დაესივნენ, დაბულინგებას და გაშავებას უპირებენ... შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს - როცა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მისმა ოჯახმა სპეკულანტი ნაცები ახლოს არ გაიკარა, სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა - მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახი როგორც არ უნდა ეცადოს საქმის ჩაფარცხვას, ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთო! აი, ასეთი ამორალურობის და სახიფათო უტიფრობის განსახიერებაა ნაციონალური მოძრაობა, რომლის უბრალოდ არსებობაც კი ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია“, - წერს ჯაბა ხუბუა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი