მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურეობას სთავაზობს. აღნიშნული სერვისები უშუალოდ ექიმების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია. პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინურ მომსახურებას: ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთან, პროგრამით განსაზღვრულია წელიწადში ერთხელ სტაციონარული და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების რეგისტრის შექმნაზე, რომელიც ამჟამად ფინალურ ეტაპზეა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ დაიხვეწოს ეს მიმართულება ბათუმში, რათა პაციენტებმა საჭირო მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ. დიალოგის ფორმატში ექიმებმა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მართვა კომპლექსურ მიდგომას, სახელმწიფო უწყებებსა და სამედიცინო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებს, რათა ერთობლივად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გამოსავლები მოიძებნოს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი