
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი პოპულარულ ფრანგულ ჯგუფ „ელექტრო დელუქსთან“ ერთად წარდგა
იმედი|imedinews.ge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მეთერთმეტე საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა მორიგ კონცერტს უმასპინძლა.
მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და პოპულარული ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დელუქსი“.
21 მაისს კი ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, მაყურებლის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, გერმანელ მესაყვირე ტილ ბრონერთან და საკუთარ კვინტეტთან ერთად წარდგება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge