მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილი: ჩემი აზრით, ეს არის საქართველოში ნომერ პირველი პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში
„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილი: ჩემი აზრით, ეს არის საქართველოში ნომერ პირველი პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში

„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილი: ჩემი აზრით, ეს არის საქართველოში ნომერ პირველი პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში

იმედი|imedinews.ge

ჩემი აზრით, ეს პროექტი, ალბათ საქართველოში ნომერ პირველი პროექტია, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოზარდს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში, - განაცხადა პროექტ „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილმა.

„ამ ბანაკმა მასწავლა მეგობრობა, თანადგომა, სამშობლოს სიყვარული. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, რომ მოგვცა შანსი ჯარის ცხოვრება სხვა გადმოსახედიდან დაგვენახა და მადლობა ამ პროექტს, რადგან გაგვაერთიანა საქართველოს ახალგაზრდობა მთელი ქვეყნის მასშთაბით“, - აღნიშნა მან.

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

წელს პროექტში საქართველოს მასშტაბით IX–XI კლასების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ უკვე მეოთხე წელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

იმედი

საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

იმედი

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იმედი