
ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა
იმედი|imedinews.ge
ვაშინგტონი თეირანთან ურთიერთობის დალაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დარწმუნდება, რომ ირანი მზადაა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმოს, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში. ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას არ დაუშვებს.
„ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა, ასევე მათი შეიარაღებული ძალები და რადიკალურად შევამცირეთ ანტისემიტური სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას“, - განაცხადა ვენსმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge