მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ
ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც განაახლებს, ვიდრე ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, აქ პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ მათ არ ველაპარაკებით. ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით მანამ, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ“ - განაცხადა ვენსმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს.

დამატებით კითხვაზე, თუ როდის შეწყვეტენ ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, ვენსმა განაცხადა, რომ პასუხი არ აქვს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ წუხელ ჰორმუზის სრუტეთი 15 მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა, რაც ამერიკის დამსახურებაა.

„წუხელ ჰორმუზის სრუტიდან, 15 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა. ეს შეერთებული შტატების დამსახურებაა. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ამას სხვა არავინ გააკეთებდა, და თუ ამას არავინ გააკეთებდა, მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისი კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევდა“ - აღნიშნა ვენსმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

იმედი