მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს
The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის არმიას თანხების დაზოგვის მიზნით, წვრთნის შეჩერება დაევალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ქვეყნის მოწინააღმდეგეთა თვალში, ბრიტანეთის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემზე თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოთხოვნის ფონზე, მაღალი რანგის სამხედრო წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ 90 ან მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით დაგეგმილი მსხვილი სამხედრო სწავლება, 30 მილიონი ფუნტის დაზოგვის მიზნით შეჩერდა.

სამხედრო მოსამსახურეებს დაუყოვნებლივ „საქმიანობის შეწყვეტა“ დაევალათ მას შემდეგ, რაც ქვედანაყოფების მეთაურებმა მიიღეს მითითება, შეეჩერებინათ „ერთობლივი წვრთნა'' - წერს The Times-ი.

გაუქმებულ სწავლებას შორისაა Challenger 2-ის ტანკებისა და Apache-ის საბრძოლო ვერტმფრენების მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნა. არმია „ჯავშანტექნიკის გამოყენებას ამცირებს“ და პრიორიტეტს უფრო მცირე მასშტაბის, დრონებით წარმოებული თანამედროვე ბრძოლის პირობებში სამხედროების მომზადებას ანიჭებს.

როგორც გამოცემა იუწყება, სამეფო სატანკო პოლკს, მომდევნო კვირიდან უელსში ექვსი კვირის განმავლობაში რეალური საბრძოლო სროლების ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა წვრთნა სულ რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს. ბოლო მომენტში შეწყდა ამ სწავლებასთან დაკავშირებული რეზერვისტების მომზადებაც.

როგორც ცნობილია, წვრთნას ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ ის სამხედროები გააგრძელებენ, რომლებიც განლაგებისთვის ემზადებიან, მზადყოფნაში იმყოფებიან ან სწრაფი რეაგირების დანაყოფებში მსახურობენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პოლკების მეთაურები გააფრთხილეს, ფრთხილად მოეკიდონ მიღებული ბრძანებების გავრცელებას, რათა ბრიტანეთის მოწინააღმდეგეებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები უგულებელყოფილია.

კიდევ ერთმა სამხედრო წყარომ გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად გამანადგურებელი“ უწოდა.

„არმიები ვარჯიშობენ. ეს არის მათი დანიშნულება. ახლა კი არაფერი მოხდება. ყველაფერი გაუქმებულია და მეთაურებს 600 კაცი ჰყავთ, რომლებსაც არაფერი აქვთ გასაკეთებელი“, - განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, ოფიცრებს დაევალათ, „ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ვიწრო წრეში დაემალათ და მისი გავრცელებისას ძალიან ფრთხილად ემოქმედათ“, რადგან „ამან შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომისთვის მზადებას სერიოზულად არ ვეკიდებით“.

ეროვნული არმიის მუზეუმის დირექტორმა ჯასტინ მაკიევსკიმ გადაწყვეტილებას „სკანდალი“ უწოდა.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა არმიის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმ საფრთხეების სერიოზულობის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ეს სახელმწიფოს მხრიდან მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას აჩვენებს“ - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე  ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

იმედი