მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეი დი ვენსი: თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ როგორ დაამხო „დიფ სთეითმა“ რიჩარდ ნიქსონი, ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ჯგუფებმა, იმავე ინსტიტუტებმა სცადეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი პირველი ადმინისტრაციის დროს
ჯეი დი ვენსი: თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ როგორ დაამხო „დიფ სთეითმა“ რიჩარდ ნიქსონი, ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ჯგუფებმა, იმავე ინსტიტუტებმა სცადეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი პირველი ადმინისტრაციის დროს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, „დიფ სთეითის“ მიერ ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იმ ქმედებებს ჰგავს, რომლებიც, მისი თქმით, იმავე ინსტიტუტებმა დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში განახორციელეს.

„თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ როგორ დაამხო „დიფ სთეითმა“ რიჩარდ ნიქსონი, ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ჯგუფებმა, იმავე ინსტიტუტებმა სცადეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი პირველი ადმინისტრაციის დროს“, - განაცხადა ვენსმა.

როგორც მან აღნიშნა, ტრამპის წინააღმდეგ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყეს. პირველად - იმ ბრალდებით, რომ უკრაინის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და სამხედრო დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა. მეორედ კი - 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისების ბრალდებით, მას შემდეგ, რაც ტრამპი არჩევნების შედეგების შეცვლას უშედეგოდ ცდილობდა.

ვენსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნიქსონის პოლიტიკური მემკვიდრეობა დღეს „ერთგვარ აღორძინებას განიცდის“, რადგან, მისი თქმით, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის დიპლომატიურ მიღწევებს, მათ შორის ვიეტნამის ომის დასრულებასა და ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ვენსის შეფასებით, ნიქსონი „პოლიტიკური გენიოსი“ იყო, რომელთანაც მას ბევრი საერთო აქვს.

„ახალგაზრდა სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი, ბესტსელერების ავტორი, მედიის მხრიდან არაპოპულარული. ეს გარკვეულწილად ჯეი დი ვენსსაც ჰგავს“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანანფორმულა
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი