მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა
„ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა

„ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა

იმედი|imedinews.ge

ინფრაწითელმა კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ამჟამად ცნობილთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მეტალიზებული და სუსტად ევოლუციონირებული გალაქტიკა LAP1-B აღმოაჩინა. ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და მისი თვისებები მიუთითებს გარემოზე, რომელიც გამდიდრებულია სამყაროს ყველაზე პირველი ვარსკვლავების ნივთიერებებით. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ვარსკვლავები შესაძლოა კვლავ არსებობდნენ ამ გალაქტიკაში. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

კანაძავას უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა, კიმიჰიკო ნაკაძიმას ხელმძღვანელობით, LAP1-B-ზე დაკვირვება „ჯეიმს უების“ ინსტრუმენტ NIRSpec-ის საშუალებით, 2024 წლის 4-5 ნოემბერს ჩატარებული ღრმა სპექტროსკოპიული მონაცემების საფუძველზე განახორციელა. გალაქტიკის წითელი წანაცვლება 6,625-ს შეადგენს. მისი დანახვა შესაძლებელი გახდა გრავიტაციული ლინზირების ეფექტის წყალობით, რომელსაც ჩვენსა და LAP1-B-ს შორის მდებარე გალაქტიკათა მასიური გროვა MACS J0416 ქმნის, რის შედეგადაც გალაქტიკის გამოსახულება თითქმის ასჯერ გაიზარდა.

გალაქტიკის უკიდურესად მკაცრი იონიზებადი გამოსხივების სპექტრი, მინიმალური ვარსკვლავური მასა და ქიმიურად ნაკლებად გამდიდრებული ვარსკვლავთშორისი გარემო მოწმობს, რომ ეს ობიექტი ევოლუციის უნიკალურ და ხანმოკლე ეტაპზე იმყოფება. LAP1-B წარმოადგენს იშვიათ და კრიტიკულად მნიშვნელოვან რგოლს „კოსმოსური განთიადის“ ეპოქიდან ადრეულ სამყაროში უკვე ჩამოყალიბებულ გალაქტიკებზე გადასვლის პროცესში, რის გამოც მასზე დაკვირვებები კვლავ გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი