მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის სამსუნის უნივერსიტეტის მეცნიერები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, თურქი მეცნიერები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თხილის ხმობის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოსა და თურქეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს დაავადების კვლევის თანამედროვე მიდგომები, ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზა და კვლევითი ლაბორატორიები, გაეცნენ ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობასა და თხილის ბაქტერიული დაავადებების მიმართულებით მიღებულ შედეგებს.

შეხვედრის ფარგლებში დაისახა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს თხილის დაავადებების გამომწვევი მიზეზების უკეთ შესწავლასა და მათი მართვის ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებას. თურქ მეცნიერთა ვიზიტი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კოორდინაციით განხორციელდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი