
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გოგა ხაინდრავას რუსულ ენაზე შედგენილი კითხვარი გაუგზავნა, რამაც კინორეჟისორის აღშფოთება გამოიწვია
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია „ფორმულას“ გარშემო მიმდინარე დავის შესახებ კითხვარი გაუგზავნა, რომელიც რუსულ ენაზე იყო შედგენილი.
რუსულ ენაზე შედგენილი წერილი ხაინდრავას ორგანიზაციის თანამშრომელმა ნიკ ლუისმა მისწერა. წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ „ფორმულასთან“ დაკავშირებით მიმდინარე დავის შესახებ განცხადების გავრცელებას გეგმავდა და კინორეჟისორის პოზიცია აინტერესებდა.
„Здравствуйте Гиорги, меня зовут Ник Льюис, я сотрудник международной организации Комитет по защите журналистов (CPJ). Получил ваш номер от Формула ТВ. Планируем скоро опубликовать заявление, выражающее обеспокоенность по поводу уголовного расследования, начатого прокуратуры на основании вашего заявления. Общая позиция у нас, что журналисты не должны быть преследованы в уголовном порядке за распространение якобы недостоверной информации. Хотели бы вам предоставить возможность комментировать данное дело, а также отвечать на следующие вопросы: 1. Можете ли вы подтвердить, что уголовная жалоба подана со вашей стороны касается репортажа Формула ТВ 17-го января этого года, в котором на основании показаний анонимного источника утверждается что вы нарушили закон? 2. Насколько мы понимаем, это первый раз, когда в Грузии расследование ведется против СМИ по ст.373. Можете ли вы или ваши адвокаты объяснить правовые основания этой жалобы и почему вы считали, что судиться с СМИ в этом случае недостаточно? 3. Не считаете ли вы, что уголовное преследование СМИ в таком случае рискует подрывать свободу СМИ в стране и усиливать самоцензуру среди журналистов? 4. В СМИ вас характеризуют как сторонник правительства и прявшей партии. Правильное это описание? Есть ли у вас другие связи с властями? Другие комментарии и/или другая информация приветствуются. Спасибо заранее“.
წერილმა კინორეჟისორის აღშფოთება გამოიწვია.
„ამხ. ნიკ ლევის! შენ, ენა აგერია. სავარაუდოდ, პატრონებთან საურთიერთო ენით მომმართე - რუსულით. ქართველებს, უძველესი ენა გვაქვს - ქართული! საერთაშორისო ურთიერთობებში, ინგლისურ ენას ვიყენებთ. როგორც შენი გზავნილიდან ჩანს, შენ ცილისმწამებლების დამცველების რიგში ჩამდგარხარ. ჟურნალისტიკას და მის პრინციპებს თქვენ მხოლოდ საბაბად იყენებთ. ცივილიზებულ სამყაროში განზრახ! ბოროტი! საჯარო! ცილისწამება დასჯადი ქმედებაა! სასჯელს სასამართლო ადგენს. სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობას პროკურატურა იძიებს. P.S. შენი გზავნილი ორიგინალში გასაჯაროვდება, ისევე როგორც ჩემი პასუხი“, - უსაყვედურა ხაინდრავამ.
მას შემდეგ, რაც გოგა ხაინდრავამ ორგანიზაცია რუსულ ენაზე შედგენილი წერილის გამო გააკრიტიკა, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ მას მეორედ მისწერა, ოღონდ უკვე ინგლისურ ენაზე.
ცნობისთვის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სამ სიუჟეტზე სადაც, სუს-სა და გოგა ხაინდრავას არალეგალურ მიგრანტთა შემოყვანაში დასდეს ბრალი. კინორეჟისორი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge