
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლოა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გახდეს.
მისი თქმით, ევროპულმა სანქციებმა რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიაყენა და რუსეთის ფედერაციას ტრილიონ ევროზე მეტი დააკარგვინა.
„შემოდგომისთვის მე გამოვდივარ წინადადებით სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტის შესახებ ომის დაწყების შემდეგ. მათი მიღების შემდეგ, იმ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშ ექცევიან, ერთბაშად მესამედით გაიზრდება. ზეწოლა მანამ უნდა გაძლიერდეს, სანამ მოსკოვი თავის ომს არ შეწყვეტს“, - განაცხადა კალასმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge