მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს
წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენების პირველადი შეფასებით, საცდელ ფართობებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით, რასაც ახლო წარსულში დაემატა ახალი მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

წაბლის ქერქის კიბო საქართველოს ყველა რეგიონშია დაფიქსირებული, თუმცა დაავადება განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სანიტარიულ ჭრებთან ერთად, დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა სოფელ ბოსლევში, სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. აღნიშნული მეთოდი წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მიდგომას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. პირველადი შეფასებით, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, თუმცა მეთოდის ეფექტიანობის საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა პროცესზე ხანგრძლივი და მუდმივი დაკვირვება.

წაბლის კორომებისთვის გამოწვევას, დაავადების გარდა, 2022 წლიდან ახალი ინვაზიური მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე წარმოადგენს. ვინაიდან აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ მეცნიერულად დასაბუთებული, სწრაფი და ეფექტიანი ბრძოლის მეთოდი დღეისათვის ცნობილი არ არის, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით მსგავსი გამოწვევისა და გამოცდილების მქონე ქვეყნებთან, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკასთან.

ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარი კორომების მდგომარეობას მუდმივად აკვირდება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დაავადებისა და ინვაზიური მავნებლის გავრცელების პრევენციისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის მიზნით აგრძელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ფხალაძეBM.GE
  • სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობსნეტგაზეთი
  • ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“ტვ პირველი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იმედი

Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა

Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა

იმედი

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

იმედი