მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, ბავშვების მშობლები, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.

„ჩვენ ხომ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველა საკითხთან მიმართებით. მათ რეალურად არც ბავშვები აინტერესებთ, არც მათი ჯანმრთელობა და ეს დამოკიდებულება ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში დამტკიცდა. ისინი ეძებენ უბრალოდ საბაბს, რომ ჩაეჭიდონ და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე მოცემულობა გვაქვს ამ ბავშვებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აინტერესებთ მათი ბედი. იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ პოზიტივზე, რომ სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად, გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ პირიქით, მშობლებს აბულინგებენ, თუ როგორ გაბედეს და თანხმობა თქვეს აღნიშნული წამლების მიღებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი