მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა
კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს.

როგორც მან ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.

„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება. ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა - ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად, გამჭვირვალედ, კანონის ფარგლებში შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი პრობლემებს გარეშე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენს, შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსიროს, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხყოფას.

„დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მოსაზრება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა საკითხზე, თუმცა ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ვიღაცას შეიძლება სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუვარდე სოცმედიაში და შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის უზრდელობა და დანაშაული. თუ ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არა გინებით, ბილწსიტყვაობით. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რომელიმე ბიზნესმენისთვის ხელი შეეშალოს.

„ყველა ბისნესსუბიექტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. თქვენ როგორ გგონიათ, ბიზნესის 100% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? მაგალითად ავიღოთ ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ფლობს დეველოპერულ კომპანიას დედაქალაქში, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მას მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდა რაიმე სახის ხელის შეშლა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაატარა. გავიხნესოთ წლების წინ რა ხდებოდა - რომელიმე ბიზნესმენს ოპოზიცია დაეფინანსებინოს ღიად და მას რას უზამდნენ, რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას

POLITICO: გაერთიანებული სამეფო, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების ახალ მოდელის ქმნის

POLITICO: გაერთიანებული სამეფო, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების ახალ მოდელის ქმნის

იმედი

თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა - დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ

თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა - დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ

იმედი

POLITICO: პარიზსა და ბერლინს სურთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „რამენაირად“ დიდებული გახადონ

POLITICO: პარიზსა და ბერლინს სურთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „რამენაირად“ დიდებული გახადონ

იმედი