მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება

კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.

როგორც მან პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც აქცია ჩაატაროს, შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს ჩარჩოები და კანონი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა ტიპის ქმედებებს, როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას - უნდა გაემიჯნოს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაცია „ალდე“, რომელიც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პარტნიორია, პარტიის წევრების უკანონო ქმედებებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი არა თუ არ მოხდება, პირიქით, შეიძლება, ისევ წაახალისონ ქვეყანაში ძალადობრივი ქმედებები.

„იმის ილუზია არ მაქვს, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, ამ შემთხვევაში „ლელოს“, იმიტომ, რომ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სახით, რა თქმა უნდა, გარედან იმართება, გარედან აძლევენ დავალებებს, ჰყავთ თავიათი პატრონები. ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც. ვხედავდით, როგორ ხდებოდა ბოლო წლებში ხელშეწყობა, დაფინანსება ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ორგანიზაციების. ეს მოცემულობაა დღეს. ნუ გვექნება სხვა ილუზია, რომ განსხვავებულად იმოქმედებენ ან იტყვიან, რომ „ლელო“ არასწორად იქცევა ქვეყნის შიგნით და მას გააკრიტიკებენ. ეს ასე არ იქნება. პირიქით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ქვეყანაში ზეწოლა, ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. ეს არის სამწუხარო მოცემულობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • კალაძე ღარიბაშვილზე: ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთაფორმულა
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
  • "ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია" - კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზეBM.GE
კალაძე →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

იმედი

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

იმედი

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს