მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია" - კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
"ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია" - კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია" - კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

BM.GE24 აგვისტო, 2026, 15:55|bm.ge

თბილისის მერს და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს უჭირს ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის შესახებ საუბარი და აცხადებს, რომ ქვეყანაში როგორც ექსპრემიერის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები დაცულია. ამის შესახებ კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა.

საქმე თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ 750,000 ლარის ქრთამს უკავშირდება, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით მაშინდელ პრემიერ-მინისტრამდე, ირაკლი ღარიბაშვილამდე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროში 5-წლიან მსჯავრს იხდის, ახალი ბრალი კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე – ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაჭერაც იგეგმებოდესტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებაიმედი
  • ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, აპირებს სამართლებრივ ბრძოლას – ადვოკატინეტგაზეთი
ღარიბაშვილის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

BM.GE