მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული.

„ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა. თვეების განმავლობაში მიდიოდა იმის კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გრძელდებოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ემზადებოდნენ ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რევოლუციის მოსაწყობად და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები - მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გადაანგრიეს ღობე, სცადეს ადმინისტრაციაში შეჭრა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, - განაცხადა კახა კალაძემ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დღეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დამნაშავედ აღიარების ფაქტის კომენტირებისას.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტს, ზაქრო ალბუთაშვილს და ია დარახველიძეს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი