მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს
კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს

კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად აღარ არის სიახლე, რომ ევროპული ბიუროკრატია ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარე შემოტევები ბოლო წლებში კიდევ უფრო აშკარა გახდა.

„წლების წინ თუ ამას მალულად, ფარულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, გარედან შემოსული ფულით, პოლიტიკაში ამ ფულის დახარჯვით აკეთებდნენ, დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. ამას აქვს თავისი ახსნა. პირველი, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველა მათი განცხადება და მუქარა დაფუძნებულია ტყუილზე. მეორე ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიჩია მშვიდობა. საქართველოს ხელისუფლება თავისი მტკიცე პოზიციით არ შეუერთდა სანქციებს, რომელიც დამღუპველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის და ქართველი ხალხისთვის. ქართველმა ხალხმა აირჩია სიმშვიდე, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ დროს მზად არის გარკვეულ საკითხებზე დიალოგისთვის, თუმცა მუქარა მიუღებელია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ნებისმიერ დროს მზად ვართ, ღიად ვისაუბროთ გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ქართულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი