მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

იმედი|imedinews.ge

„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ფაქტზე შესაბამისი უწყებების რეაგირება ადასტურებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, ვინც ნახა ეს კადრები, თუმცა, აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამაზე თვალი დავხუჭოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულები ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.

„სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და, ზოგადად, რა პროცესები მიდიოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და კარგად აკეთებს ანალიზს იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით და დღეს რა მოცემულობა გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი