მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს
კახა კალაძე: ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.

„ძალიან მაგარი და სასიხარულო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს თუ როგორ გაუხარდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. ჩვენ რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობა არ გვქონდეს, არ გვქონდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის პროექტებს საქართველოში ვერ შემოვიტანდით. ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია. ჩვენ კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რა თქმა უნდა, ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით მომზადებული იქნება, რათა ღირსეულად ჩაატაროს აღნიშნული ტურნირი საქართველოში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო ჩართულობისთვის, რადგან უშუალოდ მათი მონაწილეობით მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც ძალიან მაგარია. ყველანაირი თვალსაზრისით, ფეხბურთის განვითარებისთვის, სპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ყველანაირად არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი