მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა
კახა კალაძე: კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა

კახა კალაძე: კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე თუ ვინმე არ უნდა საუბრობდეს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.

მისი თქმით, სახელმწიფომ მომხდარზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და არ უნდა ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველას გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა პროცესები მიდიოდა, რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და, ზოგადად, მთლიანად ქვეყანა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარგია ის, რომ მომხდარი გასაჯაროვდა. „კარგია, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას მოჰყვა სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა მყისიერად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი