მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

იმედი|imedinews.ge

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.

მინდა ასევე ვისაუბრო რეკრეაციის მიმართულებაზე. ბოლო წლებში, რაც ამ მხრივ ქალაქში გაკეთდა, საკმაოდ თვალსაჩინოა. გვაქვს ახალი პარკები, რეაბილიტირებული სკვერები, მწვანე არეალები, სპორტული მოედნები. მოხდა გასხვისებული არეალების დაბრუნება ქალაქისთვის. ეს იყო რეკრეაციული სივრცეები, სადაც კორპუსები უნდა აშენებულიყო და ჩვენ თბილისელებს მათი სახით მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები დავუბრუნეთ.

რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძირეულად კეთდება - იცვლება ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ არსებობს პროექტი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ და იქ პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ განვაახლოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მანვე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს და აღნიშნა, რომ: „ეს პროგრამები თითოეულ თბილისელს ეხება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, ვისაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი თანადგომა სჭირდება. ყველა ჩვენი პროგრამა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთ ოჯახებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ.“

რაც შეეხება დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, კახა კალაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, როგორიცაა ავარიული შენობა-ნაგებობები, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და ა.შ.

„რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც და ამაზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ლიდერობა მხოლოდ ის არ არის, რომ ვისაუბროთ, ყველაფერი კარგად არის და ამ ცხრა 9 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო. პირიქით, ლიდერობა არის ის, რომ შენ აღიარებ გამოწვევებს და შენს გუნდთან ერთად მიყვები, თანმიმდევრულად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.

ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა ავარიული შენობა-ნაგებობები, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს თბილისში - როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები.

გამოწვევები გვაქვს ასევე საცობების, ინფრასტრუქტურის, მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, გამოწვევაა იმ ადამიანების არსებობა, ვისაც მატერიალურად ძალიან უჭირს, სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ზოგადად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა ეკონომიურად წინ წავიდეს, მეტი დოვლათი გაჩნდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი