მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია

კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება.

„დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აერთიანებთ მათ - იმართებიან გარედან. ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებენ. მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებაში ოპოზიციის უნდობლობა გამოწვეულია მათი არასახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად.

„თუ ოპოზიციაში განხეთქილებაზე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, დღეს უკვე ცხადია ყველაფერი. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ამასაც აქვს თავისი ახსნა - როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, შენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა მოქმედებდე. ეს ადამიანები კი შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მაგალითად, ბრიუსელში კონკრეტული პოლიტიკოსები კაბინეტებში დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და ა.შ. ამიტომ, საზოგადოებაში არ აქვთ არანაირი ნდობა“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას