მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ
კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები ვერ გადმოსცემენ საკუთარ მოსაზრებებს და ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების ან პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ.

ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არასწორ ნაბიჯად აღიარებაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკური დაჯგუფებები ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს აცდენილები არიან.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ისინი მთლიანად იმართებიან გარედან. რა მითითებებიც იქნება, ან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მას მოერგონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს და საიდან იმართებიან. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ისინი თანხვედრაში ნამდვილად არ არიან, არიან აცდენილები. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ხედავს.

ამიტომ, როდესაც ტარდება არჩევნები, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი