მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ
კახა კალაძე: პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

კახა კალაძე: პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

იმედი|imedinews.ge

„იმისთვის რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა და ამით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე წამოჭრილ საკითხებს.

მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას.

„როგორ შეიძლება ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული.

ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს.

„იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს - ევრობიუროკრატი, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რუსთაველის რეაბილიტაციისას კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს - კალაძეBM.GE
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთაფორმულა
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი