მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

იმედი|imedinews.ge

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.

„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი