მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა
კახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა

კახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა

იმედი|imedinews.ge

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრები იყო რეალური და ყველას კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდა რეჟიმი პატიმრებს.

„წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების მიზანმიმართული შელახვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსხვავებული აზრის დევნა ხდებოდა. ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფრიდან კვეთავდნენ. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ და ყველას გვახსოვს მოსახლეობა რამხელა ტერორის ქვეშ იყო. სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ფაქტი ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ. გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომლებიც კასრებიდან მოიპოვეს. ეს ყველაფერი იმდენად უმძიმესი იყო, გახსენებაც კი მიჭირს.

ახლა სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი