მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ
კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ

კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ

იმედი|imedinews.ge

ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ. მზად ვართ ვისაუბროთ, თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა 11 ივნისს ევროკომისიაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ საკითხით ქვეყნის შანტაჟი კვლავაც გრძელდება.

„შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად და წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის პროცესით მუდმივად აშანტაჟო ქვეყანა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, მუდმივად შეურაცხყოფა გვაყენოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არ ვიცი, ტექნიკურ შეხვედრაზე საუბარი რაზე იქნება, თუმცა ვისმენთ იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რეკომენდაციებზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

„როდესაც საუბარია რეკომენდაციებზე, მაგალითისთვის, იყო მოწოდებები, თითქოს გამჭვირვალობის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს და უნდა იყოს გაუქმებული. თუ მოგისმენიათ ერთი კონკრეტული განმარტება, რატომ არის აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემური და რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს? არანაირი განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა, მეტიც - ევროპული ქვეყნები თავად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება თავიანთ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის. როდესაც ამ ტიპის მოწოდებებს აკეთებ, ეს მეგობრობა არ არის, როდესაც მოგიწოდებენ და რეზოლუციებს იღებენ, რომ შეუერთდე სანქციებს, რომლებიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, როდესაც მოგიწოდებენ გახსნა მეორე ფრონტი, ეს მეგობრობა არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი