მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა
ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა

ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა

იმედი|imedinews.ge

ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, პუბლიკაციები განთავსდა ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს- და ეკონომიკურ პორტალზე InBusiness.kz, ასევე პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმებზე NewsDesk.kz და QAZ-News.kz.

სტატიებში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტურა, ასევე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნები და ტურისტულად საინტერესო ადგილები. ყაზახი ჟურნალისტები აღწერენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, გურიას, სვანეთს, წყალტუბოს, მცხეთა-მთიანეთს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს: გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი იმიჯი. საქართველოს ხშირად წარმოიდგენენ ცნობილი კულინარიით, ღვინით, ქართული სუფრით, შავი ზღვითა და მთებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყნის ხასიათის ნაწილია, მაგრამ საკმარისია აქ ერთხელ მაინც ჩამოხვიდეთ, რომ მიხვდეთ: საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ღია ბარათები და ტურისტული მარშრუტები. საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველ ჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“, - ასე აღწერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს.

გამოცემები წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • შოვის სტიქია - როგორ იყენებენ ოპოზიცია და მედიის ნაწილი ადამიანთა ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვისრუსთავი 2
  • ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს - მედიატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან  აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

იმედი

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

იმედი