მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე - „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე - „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა, - ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა საქართველოში ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებზე.

„დღევანდელი დისკუსია ეხება საკითხს, რომელიც გაცილებით ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფო პოლიტიკა ან სამართლებრივი რეგულირება. ეს ეხება სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს - ადამიანის ღირსებას, თანასწორ შესაძლებლობას და უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას ყველა ინდივიდისთვის, სქესის მიუხედავად“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფორუმი ორგანიზებული იყო ყირგიზეთის მოსახლეობისა და განვითარების ეროვნული კომიტეტის მიერ, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე აზიის პარლამენტართა ფორუმთან (AFPPD) თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და იაპონიის ნდობის ფონდის (JTF) მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი იყო პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი