მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა
ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

ხარკოვის ოლქის სოფელ პეჩენეგიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი ცნობით, დაშავდა 17 ადამიანი, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა 10 კერძო სახლი, კაფე, ფოსტა, მაღაზია და რამდენიმე ავტომობილი.

„ამ რუსულ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც დაუმატონ ჩვენს სამართლიან პასუხებს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული საკუთარი ნაბიჯები“, - დაწერა თავის Telegram-არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის საცხოვრებელ სექტორზე, რის შედეგადაც დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბიჭი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთსა და აღმოსავლეთით 111 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ან ჩაახშო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

იმედი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

იმედი

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

იმედი

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

იმედი