მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

იმედი|imedinews.ge

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

დიმიტრი ბიძინაშვილი იხსენებს აქციის მოვლენებს და წერს, რომ მაშინ, როდესაც კანცელარიისკენ წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მაშინ ბევრმა სახლში წასვლა და დასვენება გადაწყვიტა. ბიძინაშვილის თქმით, რამდენიმე ათასი კაციდან მხოლოდ სამასმა ადამიანმა გაათენა ღამე კანცელარიასთან და ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა.

ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა.

„მაოხრებელი გზირი!

კაი გავიხსენოთ ამ აქციის ამბავი და თუ მასე არ იყო, იმ დილას ვინც გავათენეთ იმათმა დამიწერონ რომ ვიტყუები. თუ არადა ამ რაღაცას იქ გადეცით რახან ციხეშია, არ ნიშნავს იმას პასუხს არავინ გასცემს!

დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო მზად “მიშას დასახსნელად”

თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი ვიყავით შეკრებილი. იყო გამოსვლები და ა.შ, როგორც ხდება ხოლმე დიდ შეკრებებზე. ბოლოსკენ ნიკა მელიამ სცენიდან გამოაცხადა, რომ თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ, იქვე 500 მეტრში უნდა დავძრულიყავით და დილამდე უნდა გავჩერებულიყავით, და დილას პრემიერი რომ მოვიდოდა, ან ამ ხალხის მასის გავლა მოუწევდა ძალის გამოყენებით, ან იქ ვერ შევიდოდა. წავედით კანცელარიისკენ, მაგრამ არა იმდენი რამდენიც თავისუფლების მოედანზე ვიდექით. ბევრმა სახლისკენ წასვლა და დასვენება გადაწვიტა. ასე თუ ისე რამდენიმე ათასი კაცი იყო იმ დროს კანცელარიასთან მაგრამ რამდენიმე საათში ეს რიცხვი გახდა სადღაც 100-300 კაცი, დაახლოებით ამდენმა გავათენეთ ღამე კანცელარიასთან.

მერე ვინც სახეს იხოკავდა პოლიტიკოსები, იქიდანაც ერთი-ორიკაცი იყო ადგილზე დანარჩენები თბილად სახლში ისხდნენ და ისვენებდნენ. (ამის გახსენებაც შეიძლება ვინ იყო იქ მთელი ღამე და ვინ სახლში წამოწოლილი) ახლა 100-300 კაცის გაწმენდა რომ არ გაუჭირდებოდა “ივანიშვილის მილიციას” ეგეც არ გაგიკვირდებათ. ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა. ხო და სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, მაგ ხელს დახედეთ რამეში ამოსვრილი არ იყოს. ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. მერე როგორც ხდება სუსის ხელშეწყობით ეს აზრი გააჯინეს კარგად და ვისაც თავის აზრი არ გააჩნია აიტაცა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ.

მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამ“, - წერს ბიძინაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება